ზაზა ფაჩულია: რაც უფრო მეტი დრო გეძლევა, უფრო მეტი გინდა

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ქართველ ცენტრ ზაზა ფაჩულიას "ლეიკერსთან" მატჩის შემდეგ ჟურნალისტებმა რამდენიმე კითხვა დაუსვეს.

ზაზა ფაჩულია ზედიზედ ორი მატჩია ორმაგ დუბლს ასრულებს. ქართველმა ცენტრმა დღეს, გამთენიისას "ლეიკერსთან" სასტარტოში დაიწყო და 23:17 წუთი ითამაშა.


- ზაზა, შენ ყველაზე ბოლოს გამოდიხარ სავარჯიშო დარბაზიდან და მზად ხარ, შეასრულო ყველანაირი დავალება, რასაც მწვრთნელი დაგაკისრებს. დღეს "გოლდენ სტეიტს" სამი ALL STAR-ის მოთამაშე აკლდა და თქვენ უფრო მეტი როლი დაგეკისრათ...
- დღეს ჩვენ გუნდურად მოვიგეთ.
მოგებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანა. რამდენიმე მოთამაშემ 10 ქულაზე მეტი დააგროვა.

შესაბამისად, ეს გუნდური გამარჯვება იყო. ყველამ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა და წარმატებაც ამან განაპირობა.

- თქვენ ზედიზედ მეორე თამაშია ორმაგ დუბლს ასრულებთ. რამდენად წაგწევთ ეს წინ და დრო გექნებათ თუ არა მეტი სათამაშო?
- რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, როდესაც სათამაშო დრო გეძლევა. როდესაც 15 წუთს თამაშობ, შემდეგ 20 გინდა, ამის შემდეგ კი უკვე 30 გინდება.

ამასთან ერთად, აცნობიერებ, რომ მთავარი გუნდია. ჩვენ ძალიან ბევრი კარგი მოთამაშე გვყავს და ეს მნიშვნელოვანია. შემდგომში რა იქნება, არ ვიცი.

არის რაღაცები, რისი კონტროლიც მე არ შემიძლია. ჩემი მხრიდან რაც შემიძლია, ყველაფერს ვაკეთებ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაზა ნამდვილი პროფესინალია, გვიმრავლე ღმერთო შენისთანა სპორცმენები !
გიორგი ვარშავიდან
15:04 15-03-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული