მაიკლ დიქსონის 18 ქულა და მარცხი თურქეთში

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის, მაიკლ დიქსონის "ბაჰჩეშეჰირმა" თურქეთის პირველ ლიგაში მორიგი მატჩი სტუმრად, ერთ-ერთ ლიდერ "სელჩუკლუ ბელედიესისთან" გამართა და 85:87 წააგო. დიქსონი ტრადიციულად საუკეთესოთა შორის იყო.

მაიკლი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და სტუმართა რიგებში ყველაზე მეტი - 35 წუთი ითამაშა. მაიკლმა 2-ვე ორქულიანი, 8-დან 4 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 18 ქულას 3 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.

საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა.

"ბაჰჩეშეჰირს" 16
მოგება და 11 მარცხი მოუგროვდა და მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 17 მარტს, შინ, მე-2 პოზიციაზე მყოფ "ბურსასპორთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული