მანუჩარმა 25 წუთში თავის გუნდს 9 ქულა შესძინა (5-დან 3 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი), 2-ჯერ მოხსნა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
"რეჯიო ემილია" 10 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა და 31 მარტს მილანში ლიდერ "ოლიმპიას" ხვდება.
შეგახსენებთ, მანუჩარის გუნდი ევროთასის ნახევარფინალში კრასნოდარის "ლოკომოტივ-კუბანს" შეხვდება.