მაიკლ დიქსონის 18 ქულა და გამარჯვება "ბურსასფორთან"

AutoSharing Option
თურქეთის მეორე ლიგის ერთ-ერთ ლიდერ "სელჩუკლუ ბელეიდესისთან" მაიკლ დიქსონმა წინა ტურში 18 ქულა ჩააგდო, მაგრამ მისი გუნდი ბრძოლაში - 85:87 დამარცხდა. საქართველოს ნაკრების ამერიკელმა წევრმა გასულ ტურში 18 ქულა ჩაუგდო ერთ-ერთ ლიდერ "ბურსასფორსაც", თუმცა ამჯერად მისმა "ბაჰჩეშეჰირმა" ბრძოლაში - 71:68 იმარჯვა.

დიქსონი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 36 წუთში 18 ქულა, 4 მოხსნა, 6 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. მაიკლმა 7-დან 4 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

"ბაჰჩეშეჰირმა" 17 მოგება და 11 მარცხი მოაგროვა და მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 24 მარტს, სტუმრად, "ტურკ ტელეკომთან" გამართავს.

მომზადებულია Gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული