როგორც წინა შეხვედრის შემდეგ აღვნიშნეთ, იტალიური კლუბი მეტოქეზე დაბალი კლასისაა და მარცხისათვის განწირული იყო. მას ვერც ამადეო დელა ვალეს დაბრუნებამ უშველა, რომელმაც პირველი მატჩი გამოტოვა.
მანუჩარმა 26:35 წუთში 10 ქულა ჩააგდო (2-დან 2 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი), 3-ჯერ მოხსნა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 4 პერსონალური მიიღო.