"გოლდენ სტეიტმა" მოიგო, ზაზა ფაჩულიას არ უთამაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამ მატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა "გოლდენ სტეიტმა", რომელმაც გასვლით შეხვედრაში "საკრამენტო" 112:96 დაამარცხა.

სტუმართა ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია განაცხადში გახლდათ, თუმცა თამაშში საერთოდ არ ჩართულა.

"უორიორსს" დაუბრუნდა კლეი ტომპსონი, რომელიც სასტარტო ხუთეულში გახლდათ.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელის წოდება კი კევინ დურანტმა მოიპოვა. დურანტულამ 27 ქულა, 5 შედეგიანი გადაცემა და 10 მოხსნა მიითვალა.

"გოლდენ სტეიტი" მორიგ შეხვედრაში ხვალ გამთენიისას "ფინიქსს" მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული