"გოლდენ სტეიტი" ლიდერების დახმარებით იგებს, ზაზა ფაჩულიას ფარისკენაც არ უსვრია [VIDEO]

AutoSharing Option
2 აპრილს ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" შინ "ფინიქსს" უმასპინძლა და ანგარიშით 117:107 დაამარცხა.

სამწუხაროდ, ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ იყო და მოედანზე საერთო ჯამში 05:40 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ფაჩულიამ მხოლოდ 2 ბლოკი გააკეთა და ბურთი 2-ჯერ დაკარგა. ზაზას "ფინიქსთან" ფარისკენ არც კი უსვრია. ამ ბოლო დროს ქართველი კალათბურთელი შედეგიანობით ნამდვილად ვერ გამოირჩევა.

"უორიორსს" ამჯერად სამი ლიდერი ჰყავდა პარკეტზე: დრეიმონდ გრინი, კლეი ტომპსონი და კევინ დურანტი. დურანტს სამმაგ დუბლამდე 2 პასი დააკლდა. მან შეხვედრაში ყველაზე მეტი, 29 ქულა ჩააგდო,
რასაც 11 მოხსნა და 8 პასი მიამატა. კლეი ტომპსონმა 23 ქულა ჩააგდო, გრინმა კი 13 ქულა, 12 პასი და 6 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. ქუინ კუკმა კი 19 ქულა მიითვალა.


მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 4 მარტს, სტუმრად "ოკლაჰომასთან", ჩვენი დროით 04:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ლეიკერსი-საკრამენტო 83:84
პორტლენდი-მემფისი 113:98
დენვერი-მილუოკი 128:125
მინესოტა-იუტა 97:121
ატლანტა-ორლანდო 94:88
ბრუკლინი-დეტროიტი 96:108
კლივლენდი-დალასი 98:87
ნიუ ორლეანი-ოკლაჰომა 104:109
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული