მანუჩარ მარკოიშვილმა 11 ქულა ჩააგდო, მისი გუნდი კი "ბრეშიასთან" დამარცხდა

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურში მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" საკუთარ მოედანზე დამარცხდა ერთ-ერთ ლიდერ "ბრეშიასთან" 71:75.

მანუჩარმა 28 წუთში 11 ქულა ჩააგდო (3-დან 1 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი), 4-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი და 4 პერსონალური მიიღო.

"რეჯიო ემილია" 10 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული - ევროთასზე მონაწილეობის გამო "კრემონასთან" შეხვედრა გადაიდო.

პლეი-ოფში 8 გუნდი გადის და მასში მოსახვედრად მანუჩარის გუნდს დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმალური ქულების დაგროვება ესაჭიროება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული