"გოლდენ სტეიტის" გამარჯვება და ზაზა ფაჩულიას 4 ქულა "ფინიქსთან"

AutoSharing Option
ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ დაგეგმილი გამარჯვება იზეიმა "გოლდენ სტეიტმა". "უორიორსმა" გასვლით შეხვედრაში "ფინიქსი" 117:110 დაამარცხა.

სტუმართა ქართველი ცენტრი ძირითად ხუთეულში გახლდათ. მთლიანობაში მან 14:50 წუთში 4 ქულის, 1 შედეგიანი გადაცემისა და 4 მოხსნის მოგროვება შეძლო.

"გოლდენ სტეიტს" კლეი ტომპსონმა ულიდერა, რომელმაც თავი 34 ქულას მოუყარა.

ფაჩულიას გუნდი მორიგ შეხვედრას 11 აპრილს, "იუტას" წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ჩაუყრია ამ ბიEს და რა გინდა
0
-ფაჩულია მსოფლიოს ჩემპიონია!
dachi ozeki
12:48 09-04-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული