თორნიკე შენგელიას 8 ქულა "ვალენსიასთან" წაგებულ მატჩში

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის 27-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" სტუმრად 77:81 დამარცხდა "ვალენსიასთან".

თორნიკემ 19:56 წუთში 8 ქულა ჩააგდო (7-დან 3 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო), 2-ჯერ მოხსნა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 2-ჯერ დაუფარა მეტოქეს, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 3 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 5 იყო.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი 20 ქულით "ვალენსიელი" ბოიან დუბლიევიჩი გახდა, ხოლო "ბასკონიადან" ვენსან პუარიე (15)

"ბასკონიას" 19 მოგება აქვს, "ბარსელონასთან" ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს და 15 აპრილს "ტენერიფეს" მასპინძლობს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული