NBA-ს რეგულარული ჩემპიონატი უკვე დასრულდა, სადაც დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონი 65 მოგებით "ჰიუსტონ როკეტსი" გახდა. 7 მოგებით ნაკლები და მეორე ადგილი ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტს" ერგო.
"გოლდენ სტეიტის" მეტოქე პირველ რაუნდში "სან ანტონიო სპურსი" იქნება. გასულ სეზონში ეს გუნდები ერთმანეთს ნახევარფინალურ სტადიაზე შეხვდნენ. მაშინ "გოლდენ სტეიტმა" "სპურსს" სერია მშრალად, ანგარიშით 4:0 მოუგო. სწორედ მაშინ სერიის პირველივე შეხვედრაში "სპურსის" ლიდერმა კავაი ლეონარდმა ზაზა ფაჩულიას ფეხზე დაშვების შემდეგ მიიღო ტრავმა და თავის გუნდს ვერ დაეხმარა.
მაშ ასე, NBA-ს პლეი-ოფის (1/8-ფინალი) პირველ რაუნდში ერთმანეთს შეხვდებიან:
აღმოსავლეთი კონფერენცია
ტორონტო (1)-ვაშინგტონი (8) - 15 აპრილი
კლივლენდი (4)-ინდიანა (5) - 15 აპრილი
ფილადელფია (3)-მაიამი (6) - 15 აპრილი
ბოსტონი (2)-მილუოკი (7) - 15 აპრილი
დასავლეთი კონფერენცია
ჰიუსტონი (1)-მინესოტა (8) - 16 აპრილი
ოკლაჰომა (4)-იუტა (5) - 16 აპრილი
პორტლენდი (3)-ნიუ ორლეანი (6) - 15 აპრილი
გოლდენ სტეიტი (2)-სან ანტონიო (7) - 14 აპრილი
* ფრჩხილებში კონფერენციაში დაკავებული ადგილია
შეგახსენებთ, რომ პლეი-ოფის სერიები 4 მოგებამდე გრძელდება. ზაზა ფაჩულიას გუნდი პირველ მატჩს შინ, 14 აპრილს, ჩვენი დროით 23:00 საათზე გამართავს. სხვა მატჩები 15 და 16 აპრილს გაიმართება.