Eurohoops.net: გოგა ბითაძეს შეუძლია, ზაზა ფაჩულიაზე მეტს მიაღწიოს

AutoSharing Option
NBA-ს მომავალ დრაფტს სტატია ორმა საიტმა, Eurohoops.net-მა და Herosports.com-მა მიუძღვნეს, სადაც საუბარი გოგა ბითაძეზეცაა.

პირველ საიტზე ნათქვამია, რომ ქართველი კალათბურთელის გარდა, დრაფტზე კიდევ ლუკა დონჩიჩი, ძანან მუსა, მორიტც ვაგნერი, როდიონს კურუცსი, კოსტას ანტეტოკუნმპო, ისააკ ბონგა, ისუფ სანონი, ვასილის ხარალამპოპულოსი და არნოლდას კულბოკა დადგებიან.

რაც ყველაზე საინტერესო და სასიხარულოა, საიტმა გოგა შეაქო და დაწერა, რომ მას შეუძლია უფრო მეტს მიაღწიოს, ვიდრე ზაზა ფაჩულიამ.

რაც შეეხება Herosports.com-ს, აქ შემდეგი წერია:

"გოგა ბითაძე, უზარმაზარი ქართველი, არ ჰგავს ევროლიგის არაათლეტურ გიგანტებს. მას ნამდვილად კარგი
ბალანსი აქვს. მისი ძალა და ფეხით შესრულებული სამუშაო შთამბეჭდავია, ნახტომშიც კარგად ისვრის", - ნათქვამია სტატიაში.

▶ გოგა ბითაძე NBA-ზე: მიდის საუბარი რამდენიმე კლუბთან, მაგრამ...

მკითხველის კომენტარები / 10 /
კარგია რომ აქებენ,მაგრამ ზაზაზე მეტს რაღას უნდა მიაღწიოს?კაცი ნბას ჩემპიონია.
სოსო
12:20 18-04-2018
5
ვფიქრობ ნაადრევია დრაფტზე დადგომა. უკეთესი იქნებოდა ერთი წელი სერბეთში ეთამაშა, მეტი გამოცდილება მიეღო, დაეხვეწა ის კომპონენტები, რომლებიც მის სუსტ მხარეებად მიიჩნევა და მომავალ წელს დამდგარიყო დრაფტზე.
წარმატებები გოგას!
georgian
15:08 18-04-2018
0

სიახლეები პოპულარული