თორნიკე შენგელიას 16 ქულა "ბასკონიას" "ფენერბახჩეს" დასამარცხებლად არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
ევროლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" სტამბულში 73:82 დამარცხდა "ფენერბახჩესთან".

მასპინძლები თავიდანვე დიდი ანგარიშით დაწინაურდნენ, მეორე ტაიმში სტუმრები უპირატესობას კი დაეუფლნენ, მაგრამ საბოლოოდ ანგარიშის მხოლოდ 9 ქულამდე შემცირება მოახერხეს.

თავად თორნიკე კარგად გაისარჯა, მაგრამ პარტნიორებმა სათანადოდ ვერ აუბეს მხარი. მან 24:52 წუთში 16 ქულა ჩააგდო (10-დან 4 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 8-დან 8 საჯარიმო), 6-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, 3-ჯერ დაკარგა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 2 პერსონალური მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 19 იყო და თავისი გუნდიდან საუკეთესო იყო.

მატჩის
MVP "ფენერბახჩეს" კალათბურთელი კოსტას სლუკასი გახდა (22).

"ბასკონია" მეორე შეხვედრასაც სტამბულში გამართავს - 20 აპრილს. შეგახსენებთ, სერია 3 მოგებამდეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგია
შაკო
10:25 19-04-2018
0

სიახლეები პოპულარული