ამერიკული პრესა: ზაზა ფაჩულია შესაძლოა ხვალ ათამაშონ

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტისა" და "სან ანტონიოს" შორის გასამართ შეხვედრაში ზაზა ფაჩულია შესაძლოა ხვალ ათამაშონ. ამის შესახებ საიტი Sfgate.com იუწყება.

საიტის ცნობით, ჯაველ მაკგის, ვინც ქართველი ცენტრის ნაცვლად ასპარეზობს, ტრავმა აწუხებს და მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა.

თავად ზაზა ამბობს:

"არასდროს იცი, რა მოხდება. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ეს შესაძლოა, იყოს 4 ან 7-მატჩიანი დუელი.

აუცილებელია, რომ ყველა კალათბურთელი მზად იყოს, რადგან შენმა ნათამაშებმა რამდენიმე წუთმა შესაძლოა, თამაში შეცვალოს".

"სპურსისა" და "უორიორსის" პლეი-ოფის მესამე შეხვედრა თბილისის დროით ხვალ, გამთენიისას, 05:30 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ,
რომ "გოლდენ სტეიტი" მეტოქეს 2:0 ამარცხებს.

▶ ზაზა ფაჩულია უთამაშებლობაზე: ახლა თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს...

მკითხველის კომენტარები / 2 /
შიბლატროლი დღეს ისვენებს თუ მის შიბლა აზრულ კომენტარებს ბლოკავთ? :DDDDD
ზაზაზეა სტატა და
16:06 19-04-2018
2
ხვალ დილით თუ კერიმ ითამაშა, მაშინ ას პროცენტიანი ზაზაც ითამაშებს.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული