16:45 20-04-2018
ეს არის ერთადერთი რამ, რასაც ვნანობ - ESPN-ის სიუჟეტი ზაზა ფაჩულიაზე [VIDEO]
AutoSharing Option
საბას სტეფ კარი მოსწონს, დავითი კი კევინ დურანტის ფანია; მარიამის თქმით, მისი საყვარელი მოთამაშე კლეი ტომპსონია, რასაც ზაზას მხრიდან კომენტარი მოჰყვება: "გილოცავ, კლეი".
ზაზა ფაჩულიას ყველაზე ახლო მეგობარი "გოლდენ სტეიტში" სწორედ კლეი ტომპსონია.
"ზაზა ფაჩულია თავისი შვილების საყვარელი კალათბურთელი არაა. მას NBA-ს ერთ-ერთ ბინძურ მოთამაშედ მიიჩნევენ.
თავად ზაზა ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და ამ სიუჟეტში შევეცდებით, ის სულ სხვა კუთხით დაგანახოთ.
ფაჩულია თავის ოჯახთან ერთად მუზეუმს ესტუმრა.
"გოლდენ სტეიტის" კალათბურთელმა თავისი მეუღლე 11 წლის წინ გაიცნო. მაშინ თიკა ერთ-ერთ ქართულ ანსამბლში ცეკვავდა.
"ზაზასთან ერთად თუ მიცეკვია? ის ყველაზე ცუდი მოცეკვავეა მათ შორის, ვინც კი შემხვედრია (იცინის). ის ძალიან მოუქნელია", - ამბობს თიკა.
- ბოროტი თუ მოუქნელი? სჯობს, ეს კითხვა თავად ფაჩულიას დავუსვათ.
"ვიცი, რასაც გულისხმობთ. სიმართლე გითხრათ, ინციდენტი კავაისთან უიღბლობას შეგვიძლია მივაწეროთ. ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და ასეთი რაღაცები ხშირად ხდება.
წინასწარ გაზრახული იყო თუ არა ჩემი საქციელი? რა თქმა უნდა, არა, ეს სისულელეა. ამავეს თქმა შემიძლია რასელ უესტბრუკთან ინციდენტზე.
უკნიდან ჩემი თანაგუნდელის, ნიკ იანგის ფეხი ვიგრძენი და ამის გამო დავეცი ვესტბრუკს. არ ვიცი, მან რატომ გააკეთა შემდეგ ასეთი განცხადებები.
ჩვენ აღნიშნული მატჩი 20 ქულით მოვიგეთ და მას შეხვედრა არ წაუვიდა და შესაძლოა, ამ განცხადებით ფაქტის გადაფარვას ცდილობდა".
- ამ ინციდენტის შემდეგ თქვენ მოკვლით გემუქრებოდნენ?
"დიახ, ნამდვილად ასე იყო. ყველაზე ცუდი ის იყო, რომ ჩემი ოჯახი და შვილები იდგნენ ამ საფრთხის წინაშე", - ამბობს ზაზა.
"ძალიან უცნაური პერიოდი იყო... პირველად ვიგრძენით ასეთი დამოკიდებულება ჩვენ მიმართ. ჩვენ მუქარის მესიჯებს ვიღებდით და ჩვენს უსაფრთხოებას იცავდნენ", - ამბობს თიკა.
- როდესაც რასელ უესტბრუკი წაიქცა, თქვენ მას თავზე ედექით. რას იტყოდით ამის შესახებ?
"თავდაპირველად მეგონა, რომ უესტბრუკი სიმულირებდა. ის ძალიან ძლიერი კალათბურთელია და მისი შეჩერება რთულია.
ეს უბრალო შეჯახება იყო, მაგრამ ხალხი ამას ისე იგებს, როგორც თავად უნდა.
ალბათ, ცუდი გამოვჩნდი და ამიტომ მაქვს ბინძური მოთამაშის იარლიყი.
ჩემს კარიერაში მარტო ერთ რაღაცას განვიცდი და საინტერესოა, რომ ეს ფაქტიც კავაი ლეონარდს უკავშირდება.
როდესაც "დალასში" ვთამაშობდი, მისი ხელი განზრახ დავიჭირე. ამიტომ ჩემს საქციელს გამართლება არ აქვს.
შეცდომებს ყველა უშვებს, ამისგან დაზღვეული არავინ არაა. ნამდვილად ცუდად მოვიქეცი, მაგრამ ეს არის ერთადერთი რამ, რასაც ვნანობ", - ამბობს ფაჩულია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
Earn free bitcoin
1
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული