არმიულმა გუნდმა პირველი მეოთხედი 17 ქულით მოიგო და მატჩი იოლად მიიყვანა ლოგიკურ დასასრულამდე.
ჩვენთვის რა თქმა უნდა, უფრო საინტერესო გოგას თამაშია. მან ისევე როგორც წინა შეხვედრაში "ტამისთან", კვლავ 16 ქულა შესძინა თავის გუნდს. ბითაძემ 20:15 წუთში 10-დან 7 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 7-ჯერ მოხსნა, 2-ჯერ ჩაჭრა და ერთხელ დაკარგა ბურთი. კიდევ - 5 პერსონალური მიიღო, რაც მისი აქილევსის ქუსლია.