დიდებულად გაისარჯა მანუჩარი, რომელმაც 30 წუთში 24 ქულა ჩააგდო (2-დან 1 ორქულიანი, 7-დან 7 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 4-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა ბურთი და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მარკოიშვილზე მეტი ქულა მხოლოდ მისმა თანაგუნდელმა ჯალენ რეინოლდსმა ჩააგდო (29).
"რეჯიო ემილია" ქვეყნის პირველობის დასრულებამდე 3 ტურით ადრე 12 მოგებით მე-12 ადგილზეა, პლეი-ოფის ზონას 2 მოგება აშორებს და შემდეგ ეტაპზე გასვლის მინიმალური შანსი აქვს.