მაიკლ დიქსონმა "პეტკიმ სპორს" 11 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
თურქეთის პირველი ლიგის მორიგ, 33-ე ტურში მაიკლ დიქსონის “ბაჰჩეშეჰირმა” სტუმრად “პეტკიმ სპორი” 90:65 გაანადგურა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილი შეინარჩუნა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა 25:27 წუთში 11 ქულა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
მაიკლმა 4-დან 1 ორქულიანი და 8-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

“ბაჰჩეშეჰირს” 21 მოგება და 12 მარცხი მოუგროვდა, რეგულარული სეზონის დასკვნით შეხვედრას კი 28 აპრილს, შინ, აუტსაიდერ “სამსუნთან” გამართავს.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული