10:10 25-04-2018
"გოლდენ სტეიტმა" "სან ანტონიოს" სერია ზაზა ფაჩულიას გარეშე მოუგო [VIDEO]
AutoSharing Option
ამ გამარჯვების შემდეგ ოკლენდელებმა სერია ანგარიშით 4:1 მოიგეს და მომდევნო ეტაპზე გადავიდნენ, სადაც მათი მეტოქე "ნიუ ორლეან პელიკანსი" იქნება. როდის გაიმართება პირველი შეხვედრა, ჯერჯერობით უცნობია.
სამწუხაროდ, სერიის მეხუთე შეხვედრაში არ უთამაშია ზაზა ფაჩულიას, რომელიც განაცხადში იყო, მაგრამ პარკეტზე არ გასულა.
შეხვედრაში ყველაზე მეტი, 30 ქულა ლამარკუს ოლდრიჯმა ჩააგდო, რასაც 12 მოხსნაც დაუმატა.
"უორიორსიდან" კი კევინ დურანტი გამოირჩა 25 ქულით. 24 ქულა მიითვალა კლეი ტომპსონმა, ხოლო დრეიმონდ გრინმა 17 ქულა და 19 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:
ფილადელფია-მაიამი 104:91 (4:1)
ბოსტონი-მილუოკი 92:87 (3:2)
გამომდინარე აქედან, მეოთხედფინალში გასული სამი გუნდის ვინაობა უკვე ცნობილია. ესენი არიან: "გოლდენ სტეიტი", "ნიუ ორლეან პელიკანსი" და "ფილადელფია სიქსერსი".
აღსანიშნავია, რომ "ფილადელფია" 2012 წლის შემდეგ მეოთხედფინალში პირველად გავიდა.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული
კარის უთქვამს,მე რაღაში გჭირდებით.ზაზა მიხედავს აწი საქმესო ))))