"გოლდენ სტეიტმა" 1/4- ფინალური სერია "ნიუ ორლეანის" განადგურებითა და ფაჩულიას გარეშე დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიმა" NBA-ს 1/4-ფინალში "ნიუ ორლეან პელიკანსს" პირველი დაპირისპირება უშანსოდ, 123:101 მოუგო.

სამწუხაროდ, გუნდის ქართველ ცენტრს თამაშის საშუალება კვლავ არ მისცემია და ის სათადარიგოთა შორის გახლდათ.

მატჩის საუკეთესო კალათბურთელი კლეი ტომპსონი გახდა, რომელმაც თავი 27 ქულას მოუყარა.

"გოლდენ სტეიტისა" და "პელიკანსის" პლე-ოფის მეორე შეხვედრა 2 მაისს კვლავ "უორიორსის" დარბაზში შედგება.

აქვე გეტყვით, რომ ფაჩულიამ ბოლოს 11 აპრილს ითამაშა, მანამდე სანამ პლე-ოფები დაიწყებოდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული