იტალიის ჩემპიონატის 28-ე ტურში მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილია" სტუმრად დამარცხდა "კანტუსთან" 79:90.
მანუჩარმა თავის ყოფილ გუნდს, რომლის ღირსებასაც 2009-2013 წლებში იცავდა, 26 წუთში 8 ქულა ჩაუგდო (1-დან 1 ორქულიანი და 5-დან 2 სამქულიანი), 2-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და 2 პერსონალური მიიღო.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 28 ქულით მარკოიშვილის თანაგუნდელი დელა ვალე იყო, ხოლო "კანტუდან" ყველაზე მეტი, 21 ქულა კულპეპერმა ჩააგდო.
"რეჯიო ემილია" 12 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა და პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა.
02:17 30-04-2018
მანუჩარ მარკოიშვილმა თავის ყოფილ გუნდს 8 ქულა ჩაუგდო
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული