თითქმის ერთი თვის შემდეგ - ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში ითამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტის" შემადგენლობაში 11 აპრილის შემდეგ პირველად ითამაშა.

"უორიორსი" "ნიუ ორლეან პელიკანსთან" სერიის მე-3 შეხვედრაში 119:100 დამარცხდა, ქართველმა ცენტრმა კი პარკეტზე ბოლო 5 წუთი გაატარა.

ამ დროში ზაზამ 3 ქულის, 5 მოხსნისა და 1 ჩაჭრის მოგროვება შეძლო.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ენტონი დევისი გახდა, რომელმაც თავი 33 ქულას მოუყარა.

"გოლდენ სტეიტი" "პელიკანსს" სერიაში 2:1 ამარცხებს, მომდევნო მატჩი კი 6 მაისს ისევ ნიუ ორლეანის დარბაზში ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ვერ გავიგე რატომ არ ათამაშებენ. ინტერვიუ ან მიზეზი დადეთ რა
ზაზა
13:03 05-05-2018
2
5 წუთში მეტი რა უნდა მოესწრო.კარგია
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული