"ვირტუსი" მოგების შემთხვევაში პლეი-ოფში გადიოდა, ემილიური გუნდისთვის კი ეს ოდენ პრესტიჟის მატჩი იყო და დაამარცხა მეტოქე.
მანუჩარმა 32 წუთში 16 ქულა ჩააგდო (5-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 სამქულიანი), 2-ჯერ მოხსნა ბურთი და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 36 ქულით მარკოიშვილი თანაგუნდელი ჯალენ რეინოლდსი იყო, ხოლო მეტოქე გუნდიდან ყველაზე მეტი, 32 ქულა ოლივერ ლაფაიეტმა ჩააგდო.
"რეჯიო ემილიამ" 13 გამარჯვება მოიპოვა და მე-12 ადგილი
შეგახსენებთ, მანუჩარის გუნდი ამ სეზონში ევროთასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც კრასნოდარის "ლოკომოტივ - კუბანთან" დამარცხდა.