მანუჩარ მარკოიშვილმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში 16 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის უკანასკნელ, 30-ე ტურში მანუჩარ მარკოიშვილის "რეჯიო ემილიამ" სახლში სძლია ბოლონიას "ვირტუსს" 104:99.

"ვირტუსი" მოგების შემთხვევაში პლეი-ოფში გადიოდა, ემილიური გუნდისთვის კი ეს ოდენ პრესტიჟის მატჩი იყო და დაამარცხა მეტოქე.

მანუჩარმა 32 წუთში 16 ქულა ჩააგდო (5-დან 2 ორქულიანი და 5-დან 4 სამქულიანი), 2-ჯერ მოხსნა ბურთი და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 36 ქულით მარკოიშვილი თანაგუნდელი ჯალენ რეინოლდსი იყო, ხოლო მეტოქე გუნდიდან ყველაზე მეტი, 32 ქულა ოლივერ ლაფაიეტმა ჩააგდო.

"რეჯიო ემილიამ" 13 გამარჯვება მოიპოვა და მე-12 ადგილი
დაიკავა.

შეგახსენებთ, მანუჩარის გუნდი ამ სეზონში ევროთასის ნახევარფინალში გავიდა, სადაც კრასნოდარის "ლოკომოტივ - კუბანთან" დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული