"ჯერჯერობით 100%-ით არ ვიცი, რა და როგორ იქნება. კიდევ არის დრაფტამდე დრო. მე და ჩემი გუნდი მივიღებთ გადაწყვეტილებას, დავტოვო თუ არა ჩემი სახელი დრაფტზე. გადაწყვეტილებას იქიდან გამომდინარე მივიღებთ, თუ რა შემოთავაზებები იქნება".
ჩვენ ასევე დავინტერესდით ბითაძის ჯანმრთელობის მდგომარეობით. როგორც იცით, მას ბოლო პერიოდში ტრავმა აწუხებდა.
"კოჭის ტრავმა მივიღე და ორი თამაშის გამოტოვება მომიწია, მაგრამ ახლა უკეთესობისკენაა ყველაფერი და შემდეგ
თუ დრაფტზე მონაწილეობა მივიღე, არა მგონია, ამ ტრავმამ ჩემი საუკეთესო თვისებების გამოვლენაში ხელი შემიშალოს", - აღნიშნა ბითაძემ.