"გოლდენ სტეიტმა" კონფერენციის ფინალი მოგებითა და ზაზა ფაჩულიას გარეშე დაიწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" კონფერენციის ფინალის პირველ შეხვედრაში "ჰიუსტონი" გასვლაზე - 119:106 დაამარცხა.

სტუმართა ქართველი ცენტრი განაცხადში გახლდათ, თუმცა პარკეტზე გასვლის საშუალება არ მისცემია.

"უორიორსს" კევინ დურანტმა ულიდერა, რომელმაც თავი 37 ქულას მოუყარა, "როკეტსიდან" კი ჯეიმს ჰარდენი გამოირჩა და 41 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელიც გახდა.

როგორც იცით, "ჰიუსტონს" "გოლდენ სტეიტთან" მოედნის უპირატესობა აქვს. მომდევნო დაპირისპირებას კი ისევ ჰიუსტონის Toyota Center-ი უმასპინძლებს.

▶ ზაზა ფაჩულიამ ამერიკაში მილიონზე მეტად შეფასებული "პენტჰაუსი" გაყიდა [PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 13 /
effe-ს. ფაჩულია რომ არ გეხსენებინა და შენი მოსაზრება თამაშზე ისე გაგეკეთებინა, არა!!!!! ქართველებს გაქვთ ამის ფუფუნება რომ გყავდეთ მსოფლიო ჩემპიონი და მომავალი ორგზის ბეჭდის მფლობელი, მაგრამ ყოველ ჯერზე რომ არ უკბინოთ, ვერ ისვენებთ. ამ თქვენ თვისებას ახსნა ვერ მოუძებნე. არ ვიცი,,.. არ ვიცი... რა უნდა ვთქვა კიდევ. მე როგორც დედით ქართველი, ვამაყობ ზაზათი..
სლავა არუთინოვი
12:34 15-05-2018
1
ვინმე ახსნთთ, ქვემოთ მოცემული რამდენიმე კომენტარის ავტორს ფსიქოზის რა ფორმა აწუხებს ? იქნებ რაიმე ახალი გამოვლინებაა და მისი აღწერითა და დასაბუთებით საქართველომ ფასდაუდებელი სამსახური გაუწიოს მსოფლიო ფსიქიატრიულ პრაქტიკას ? ))))))))
vaxo
15:48 15-05-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული