თორნიკე შენგელიამ "ბურგოსს" 16 ქულა ჩაუგდო

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე 102:82 დაამარცხა "ბურგოსი".

თორნიკემ 20:50 წუთში 16 ქულა ჩააგდო (9-დან 5 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო), ერთხელ მოხსნა, ერთხელ დაკარგა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, 1 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 18 იყო.

ამ შეხვედრაში თორნიკეზე მეტი, 20 ქულა მისმა თანაგუნდელმა როდრიგო ბოუბუამ ჩააგდო, რომელიც მატჩის MVP გახდა.

"ბასკონია" 24 მოგებით სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული