მაიკლ დიქსონი თურქეთის მეორე ლიგის ფინალის ზღურბლზეა

AutoSharing Option
მაიკლ დიქსონი თურქეთის მეორე ლიგის ფინალს მიუახლოვდა. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი კალათბურთელის გუნდმა "ბაჰჩეშეჰირმა" ნახევარფინალური სერიის მე-3 მატჩი "ბურსასფორს" 87:73 მოუგო, 2:1 დაწინაურდა და ფინალამდე 1 ნაბიჯი აკლია.

დიქსონმა მოედანზე თანაგუნდელთაგან უმეტესი – 34:58 წუთი გაატარა და 7-დან 2 ორქულიანი, 8-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო. მოპოვებულ 9 ქულას მაიკლმა 3 მოხსნა და 4 პასი წაამატა. ამასთან, დიქსონმა ბურთი ერთხელ დაკარგა და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.

"ბაჰჩეშეჰირი" ბურსელებს 21 მაისს კიდევ ერთხელ დაუხვდება და თუკი ამჯერადაც იმარჯვა, ფინალის საგზურს
მოიპოვებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული