გოგა ბითაძე "პარტიზანთან" მატჩის MVP გახდა

AutoSharing Option
სერბეთის პლეი-ოფის პირველ მატჩში გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსი" 68:97 დამარცხდა "პარტიზანთან".

მიუხედავად იმისა, რომ "პარტიზანმა" "მეგა ბიმაქსი" დაჯაბნა, გოგა ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო: მან 27:04 წუთში 17 ქულა ჩააგდო (6-დან 6 ორქულიანი, 2-დან 0 სამქულიანი, 7-დან 5 საჯარიმო), 6-ჯერ მოხსნა, 3-ჯერ ჩაჭრა, 2-ჯერ დაკარგა ბურთი, 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, მასზე 7-ჯერ დაჯარიმდნენ, 4 პერსონალური მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27 იყო.

ბითაძის გუნდი "პარტიზანს" მეორე მატჩში 24 მაისს უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული