მაიკლ დიქსონი თურქეთის პირველი ლიგის ფინალში გავიდა

AutoSharing Option
მაიკლ დიქსონის “ბაჰჩეშეჰირა” თურქეთის უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად 1 ნაბიჯი აკლია. ქართული პასპორტის მქონე ამერიკელის გუნდმა პირველი ლიგის ნახევარფინალური სერიის მეოთხე მატჩიც მოიგო და საგზურისთვის გადამწყვეტ სერიაში თამაშის უფლება მოიპოვა.

ბაჰჩეშეჰირელებმა “ბურსასპორი” 90:79 დაამარცხეს და ნახევარფინალურ სერიაში 3:1 იმარჯვეს. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა მოედანზე 21:22 წუთი გაატარა და 12 ქულა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მაიკლმა 3-ვე ორქულიანი და 2-ვე სამქულიანი ჩააგდო, 1 საჯარიმო ააცილა და 5 პერსონალური ფოლი მიიღო.

ფინალურ სერიაში “ბაჰჩეშეჰირის” მეტოქე “აფიონ ბელედიესპორი” იქნება, რომელმაც “სელჩუკლუ
ბელედიესის” ასევე 3:1 სძლია.
ერთი საინტერესო დეტალიც: აფიონელთა ერთ-ერთი ლიდერი საქართველოს ნაკრების ყოფილი ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი ჯეიკობ პულენია, რომელსაც ნახევარფინალური სერიის ოთხ მატჩში 50 ქულა მოუგროვდა.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული