გოგა ბითაძემ "პარტიზანს" 12 ქულა ჩაუგდო და პლეი-ოფიდან გამოვარდა

AutoSharing Option
სერბეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩშიც გოგა ბითაძის "მეგა ბიმაქსი" ადვილად დაამარცხა "პარტიზანმა" 93:79 და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

გოგა სანამ მე-5 პერსონალურს მიიღებდა, 24:24 წუთში თავის გუნდს 12 ქულით შეეწია (7-ან 4 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი, 5-დან 1 საჯარიმო), 3-ჯერ მოხსნა, ერთხელ ჩაჭრა და 5-ჯერ დაკარგა ბურთი, მან მეტოქეს ერთხელ დაუფარა და მასაც ერთხელ დაუფარეს.

"მეგა ბიმაქსი" მეხუთე-მერვე ადგილებისათვის ბრძოლაში ჩაერთვება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული