"ბასკონიამ" "ბარსელონა" გაანადგურა, თორნიკე შენგელიამ 13 ქულა ჩააგდო და მატჩის MVP გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალურ მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონიამ" ვიტორიაში 86:61 დაამარცხა "ბარსელონა".

თორნიკემ 17:04 წუთში 13 ქულა შესძინა თავის გუნდს (4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 5-ჯერ მოხსნა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა, ერთხელ დაუფარა მეტოქეს, ერთხელ მას დაუფარეს, 1 პერსონალური მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 17 იყო და მატჩის MVP გახდა.

შენგელიასავით 13-13 ქულა ჩააგდეს მისმა თანაგუნდელებმა პატრიციო კარინომ და იანის ტიმამ, ხოლო "ბარსადან" 12 ქულით ყველაზე შედეგიანი პეტერი კოპონენი იყო.

სერიის მეორე მატჩიც ხვალ ვიტორიაში
ჩატარდება. ნახევარფინალი 3 მოგებამდეა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან სასიხარულოა თოკოს ასეთი კარგი და წარმატებული თამაში, მაგრამ თვითონ თამაში 86:61 დამთავრდა და არა 96:61, თუ მე ვცდები??
დათო
12:52 05-06-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული