ამერიკელი ჟურნალისტი ინციდენტზე: გუნდი, რომელიც ფაჩულიას ასაქმებს, კიდევ მეტოქის საქციელზე წუწუნებს [VIDEO]

AutoSharing Option
ამერიკელი ჟურნალისტი და Basketball Insiders-ის რედაქტორის მოადგილე ბენ დოუვსიტი სტეფ კარისა და კენდრიკ პერკინსს შორის მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"ღმერთო, როგორ მენატრებოდა ეს. გუნდი, რომელიც ასაქმებს ზაზა ფაჩულიას, წუწუნებს იმაზე, თუ როგორ იქცევიან სათადარიგო სკამზე მეტოქე გუნდის კალათბურთელები.

წუწუნებენ იმაზე, თუ როგორ იქცევიან მეტოქეები, როდესაც ისინი ნახტომის შემდეგ დაბლა ეშვებიან", - წერს დოუსვიტი.

Sportall.Ge

ჟურნალისტს საუბარი "გოლდენ სტეიტისა" და "კლივლენდის" მეორე მატჩში მომხდარი ინციდენტის შესახებ აქვს.

მესამე პერიოდის დასრულებამდე რამდენიმე წამი იყო დარჩენილი, როდესაც ბურთი სტეფ კარიმ ისროლა, "კლივლენდის" სათადარიგოთა
სკამზე მჯდომა კენდრიკ პერკინსმა ფეხი არ გასწია, ამის გამო კი კარის შესაძლოა ტრავმა მიეღო.

ინციდენტს აშშ-ის სპორტულ გამოცემებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.


altზაზა ფაჩულია 6 ქულით დაბრუნდა! - "უორიორსმა" "კლივლენდს" მეორეც მოუგო [VIDEO]

altამერიკელი ჟურნალისტი: ზაზა ფაჩულია შემოვიდა, დაიმალეთ

მკითხველის კომენტარები / 4 /
მისტერ დოუსვიტ, თქვენ უსუნეთ მთვრალ ფაჩულიას!
llcl
13:22 05-06-2018
0
ანუ? კაააა?
პ.ს. ვერაფერი გავიგე რა ნაბოდვარია
ქარ
12:24 05-06-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული