ზაზა ფაჩულია: პლეი-ოფებში თავს როგორც გუნდის მწვრთნელი, ისე ვგრძნობდი

AutoSharing Option
სეზონის დასრულებისა და მეორე საჩემპიონო ბეჭდის მოგების შემდეგ ამერიკულ მედიასთან "გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ ისაუბრა.

ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რამდენად რთული იყო, შეგუებოდა უთამაშებლობას.

"რა თქმა უნდა, მინდოდა თამაში, რადგან კალათბურთი ჩემი ცხოვრებაა, მაგრამ ხანდახან გიწევს, შენთვის უსიამოვნო სიტუაციას შეეგუო.

15 წელი გავატარე NBA-ში და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ვთვლი, რომ გასულ სეზონში გუნდისთვის მაინც სასარგებლო ვიყავი.

პლეი-ოფებში თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მწვრთნელი ვიყავი. სტივ კერთან ბევრს ვსაუბრობდი და მივხვდი, თუ როგორი რთულია, იყო გუნდის მწვრთნელი", - აღნიშნა ფაჩულიამ.

alt

ამერიკელი ჟურნალისტი: ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" დატოვებს და შესაძლოა, კარიერაც დაასრულოს

მკითხველის კომენტარები / 6 /
კერის ასისტენტად რო დარჩე არ იქნება ცუდი ვარიანტი... იფიკრე მაგაზე
reali
17:40 12-06-2018
3
ზაზა უფალმა დაგლოცოს და გაგახაროს შენს ოჯახთან ერთად, სიამაყე ხარ ყველა იმ ქართველისთვის ვისაც სამშობლო უყვარს და ქართველობით ამაყობს. ან როგორ არ ვიამაყოთ, როცა ჩვენთვის ნბა-ს თამაშების ყურებაც კი დიდ სიხარულად ითვლებოდა, თუ ამის საშუალება მოგვეცემოდა, შემდეგ შენ უკვე ქართველები შეგვაჩვიე, რომ ენბა-ში ქართველი თამაშობს და აი ახლა უკვე ჭეშმარიტ ქართველთა დიდი სიამაყე ხარ, რომ საქართველოს ჰყავს ნბა-ს ორგზის გამარჯვებული, ორი ბეჭდის მფლობელი. და ეს ყველაფერი შენ ზაზა, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს რა შრომის, ოფლის ღვრის, მოთმინების და ბოლოს ფინანსურად როგორი დიდი წვალებისა და მატერიალურად დანაკლისის ფასად დაგიჯდა, მაგრამ შენ ქართველებს შეუქმენი საამაყო ისტორია, გაჭერი გზა და შექმენი პრეცენდენტი ქართველ ნიჭიერ კალათბურთელთა მიერ უმაღლესი მწევრალების დასაპყრობად. ბატონო ზაზა ამისათვის დიდი და უღრმესი მადლობა. გაიხარე და გამრავლდი.
გაიოზ გოშაძე
11:00 13-06-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული