ჟურნალისტებმა მას ჰკითხეს, რამდენად რთული იყო, შეგუებოდა უთამაშებლობას.
"რა თქმა უნდა, მინდოდა თამაში, რადგან კალათბურთი ჩემი ცხოვრებაა, მაგრამ ხანდახან გიწევს, შენთვის უსიამოვნო სიტუაციას შეეგუო.
15 წელი გავატარე NBA-ში და ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ვთვლი, რომ გასულ სეზონში გუნდისთვის მაინც სასარგებლო ვიყავი.
პლეი-ოფებში თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს მწვრთნელი ვიყავი. სტივ კერთან ბევრს ვსაუბრობდი და მივხვდი, თუ როგორი რთულია, იყო გუნდის მწვრთნელი", - აღნიშნა ფაჩულიამ.
ამერიკელი ჟურნალისტი: ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" დატოვებს და შესაძლოა, კარიერაც დაასრულოს