შენგელიას "ბასკონია" მადრიდში "რეალთან" მესამე მეოთხედში გატყდა

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფის მეორე მატჩში თორნიკე შენგელიას "ბასკონია" მადრიდში "რეალთან" დამარცხდა 91:98 და სერიაში ანგარიში გათანაბრდა - 1:1.

არადა, სტუმრებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს და პირველი ტაიმი 1 ქულით მოიგეს, მაგრამ მესამე მეოთხედი მასპნძლებმა 31:13 მოიგეს და ამ მატჩში გამარჯვებულის ვინაობა გაირკვა.

თუმცა, "რეალთან" გასვლაზე ორიდან ერთი თამაშის მოგება ურიგო შედეგი ნამდვილად არაა და მთელი ბრძოლა წინაა. ეგაა, ტრავმა მიიღო "ბასკონიას" ცენტრმა იოჰანეს ვოიგტმანმა და მისი სერიის შემდეგ მატჩებში მონაწილეობა საეჭვოა და თანაც, სეზონის ევროპის საუკეთესო გუნდი "რეალი" სტუმრადაც დამაჯერებლად ასპარეზობს.

თორნიკემ 15:26 წუთში 5 ქულა ჩააგდო (3დან 0 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი, 2-დან 2 საჯარიმო), ერთხელ მოხსნა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

სერიის შემდეგი მატჩები 17 და 19 ივნისს ვიტორიაში გაიმართება, ხოლო თუ მეხუთე თამაშის ჩატარება შეიქნა საჭირო, გუნდები 22 ივნისს მადრიდში შეხვდებიან ერთმანეთს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული