"რეალმა" "ბასკონიას" ვიტორიაშიც მოუგო, შენგელიამ 10 ქულა ჩააგდო

AutoSharing Option
ესპანეთის ჩემპიონატის პლეი-ოფის მესამე მატჩში "რეალმა" სტუმრად 83:78 დაამარცხა თორნიკე შენგელიას "ბასკონია" და სერიაში 2:1 დაწინურდა.

თორნიკემ 22:11 წუთში 10 ქულა ჩააგდო (5-დან 2 ორქულიანი, 6-დან 2 სამქულიანი), 7-ჯერ მოხსნა ბურთი, 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 6 იყო.

20 ქულით ყველაზე შედეგიანი ლუკა დონჩიჩი იყო, რომელიც მატჩის MVP გახდა, ხოლო მასპინძელთა გუნდიდან ყველაზე მეტი, 17 ქულა როდრიგო ბოუბუამ ჩააგდო.

შემდეგი თამაში 19 ივნისს ისევ ვიტორიაში გაიმართება და "რეალი" უკვე აშკარად მომგებიან მდგომარეობაშია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
თოკო 39 სერბეთთან გჭირდები!!! !!!თავი დაიზოგე რეალთან!!!!
Doni brasco
11:32 18-06-2018
0

სიახლეები პოპულარული