"ზაზა ფაჩულიას NBA-ს ორგზის ჩემპიონობა მივულოცეთ.
განათლებასთან ერთად, სპორტის განვითარება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენი მთავრობა ყველაფერს გააკეთებს სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის.
დიდი მადლობა ზაზას ყველაფრისთვის, რასაც ის ქვეყნისათვის აკეთებს!", - წერია პრემიერ-მინისტრის გვერდზე.
აღნიშნული ჯილდოს მიღებას სოციალურ ქსელში თავად ფაჩულიაც გამოეხმაურა.
"მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ მამუკა ბახტაძეს და კულტურისა და სპორტის მინისტრს, ბ-ნ მიხეილ გიორგაძეს სპორტის რაინდის წოდების მონიჭებისათვის", - წერს ფაჩულია.
"კარიერის დასასრულებლად ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად არ ვარ"
იანგი ხალათით, ლებრონის დაცინვა და შიო ხეცურიანი - "გოლდენ სტეიტის" საჩემპიონო აღლუმი