შენგელიას კოკოშკოვი "ფინიქს სანში" ეპატიჟება. NBA-ში დასაბრუნებლად მას 275 ათასის გადახდა მოუწევს

AutoSharing Option
El Correo ამტკიცებს, რომ არაა გამორიცხული, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია NBA-ში დაბრუნდეს.

გამოცემის მტკიცებით, ბასკური გუნდის ლიდერს სურს NBA-ში დაბრუნება და ამის შანსი გაუჩნდა - მას საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, იგორ კოკოშკოვი, რომელიც ამჟამად "ფინიქს სანს" უდგას სათავეში, თავის გუნდში ეპატიჟება.

ორი წლის წინ შემოღებული წესის თანახმად, ამერიკულ კლუბს 725 ათას დოლარზე მეტის გადახდის უფლება არა აქვს, თორნიკეს კონტრაქტის გამოსყიდვა კი 1 მილიონი ღირს და კოკოშკოვის წინადადებაზე დათანხმების შემთხვევაში, მას 275 ათასის გადახდა თავად მოუწევს.

თორნიკეს თავის ამჟამინდელ
კლუბთან ხელშეკრულება 2020 წელს უმთავრდება და მის გახანგრძლივებას სთავაზობს.

El Correo ამტკიცებს, რომ "ბასკონიას" თავისი ვირტუოზული გუნდისთავის დაკარგვა არ უნდა და მის შესანარჩუნებლად ყველაფერს იღონებს.

alt"ბასკონიას" თორნიკე შენგელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს

altთორნიკე შენგელიას შეძენას რამდენიმე კლუბი და მათ შორის, ცსკა ცდილობს

მკითხველის კომენტარები / 9 /
არასერიოზული შეთავაზებაა და თოკო არ უნდა დაეთანხმოს..
კაცი გუნდში ჭირდებათ და კომპენსაცია თვითონ უნდა გადაიხადოს?
უკეთესი შეთავაზების ღირსია!
ყური მიგდე
09:15 24-07-2018
0
ძალიან მაგარი იქნება თუ კოკოშკოვის გუნდში წახვალ, თოკო! მე პირადად მომწონს ამერიკული აქცენტით რომ იძახიან Shengelia-ს :დ აბა ესპანელებს "სენგელია" ვერ გადავაჩვიეთ :დ შენგელიები ავკრიბავთ მაგ 250k USD-ს :დ
შენგელია
19:03 22-07-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული