ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანუჩარს ტრავმის გამო თამაშისთვის თავის დანებება მოუწევდა. ამის შემდეგ მან ბელგიაში იმკურნალა, მუხლი აღარ სტკივა და კარიერას გააგრძელებს.
მანუჩარს მისი კლუბი, "რეჯიო ემილია" კონტრაქტს ერთი სეზონით გაუხანგრძლივებს.
მარკოიშვილი "რეჯიო ემილიაში" შარშან გადავიდა, გასულ სეზონში 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.
მანუჩარ მარკოიშვილმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში 16 ქულა ჩააგდო