მანუჩარ მარკოიშვილმა მუხლი მოირჩინა და "რეჯიო ემილია" კონტრაქტს გაუგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ვეტერანი კალათბურთელის, მანუჩარ მარკოიშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და ის თამაშს გააგრძელებს.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მანუჩარს ტრავმის გამო თამაშისთვის თავის დანებება მოუწევდა. ამის შემდეგ მან ბელგიაში იმკურნალა, მუხლი აღარ სტკივა და კარიერას გააგრძელებს.

მანუჩარს მისი კლუბი, "რეჯიო ემილია" კონტრაქტს ერთი სეზონით გაუხანგრძლივებს.

მარკოიშვილი "რეჯიო ემილიაში" შარშან გადავიდა, გასულ სეზონში 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

altმანუჩარ მარკოიშვილმა იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში 16 ქულა ჩააგდო

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან სასიხარულო სიახლეა.მანუ ყოველთვის გვჭირდება
სოსო
10:22 27-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული