eurohoops.net: თორნიკე შენგელია NBA-ში არ დაბრუნდება - "ბასკონიას" მეგა კონტრაქტზე შეუთანხმდა

AutoSharing Option
eurohoops.net-ის ჟურნალისტი ნიკოს ვარლასი იტყობინება, რომ "ბასკონიამ" თავის ისტორიაში კალათბურთელს საუკეთესო პირობების ხელშეკრულება შესთავაზა - გუნდის კაპიტანს თორნიკე შენგელიას და ის დათანხმდა.

მოკლედ, თორნიკემ NBA-ში დაბრუნება არ ისურვა და "ბასკონიასთან" კონტრაქტს 2022 წლამდე გააგრძელებს.

გამოცემის მტკიცებით, ის ევროლიგის კლუბებიდან ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშე გახდება.

თორნიკე "ბასკონიაში" 2014 წელს გადავიდა, გასულ სეზონში კი საშუალოდ მატჩში 13.7 ქულას აგდებდა, 6.6-ჯერ ხსნიდა ბურთს და 2.2 შედეგიან გადაცემას აკეთებდა.

altFiba-მ თორნიკე შენგელიას ვიდეო მიუძღვნა [VIDEO]

altშენგელიას კოკოშკოვი "ფინიქს სანში" ეპატიჟება. NBA-ში დასაბრუნებლად მას 275

ათასის გადახდა მოუწევს



მკითხველის კომენტარები / 7 /
კიდევ ერთი მაგარი სეზონი და NBA-ის გრანდები თავისით მოცუნცულდებიან :)
....
18:56 01-08-2018
1
თვითონ იცის რა სად როგორ უნდა. დურანტი გოლდენ სტეიტში გადავიდა გულშემატკივრების კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა და იცით საპასუხოდ რა უთხრა პრსკონფერენციაზე გულშემატკივრებს ?? თქვენთვისო კალათბურთი არისო გართობა და ლამაზი თამაშის ყურება ლუდით ხელში როცა თქვენს სამსახურებიდან დაბრუნებულები დარბაზში მოდიხართ იმისთვის რომ სიამოვნება მიიღოთო და ლამაზ თამაშს ადევნოთ თვალყურიო და ჩემთვის კალათბურთი არისო მთელი ჩემი ცხოვრება, სამსახური, რომელიც მე ანაზღაურებას ვიღებ რომ ვიარსებო, ასე რომ როგორც მე ჩემ მდგომარეობას გააუმჯობესებს იქ ვითამაშებო ..... ვეთანხმები სრულიად დურანტის სიტყვებს და თოკოსაც სადაც უფრო მეტ სარგებელს ნახავს იქ იქნება ესაა 2 ჯერ 2 არის 4
reali
16:21 01-08-2018
2

სიახლეები პოპულარული