120 ქულა 2 მატჩში - ტედ მაკფადენი ჩინეთში შეუჩერებელია

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი ტედ მაკფადენი ჩინეთში საოცარ შედეგიანობას აჩვენებს.

56 ქულის ჩაგდებისა და კვირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარების შემდეგ მაკფადენმა გასულ 2 ტურში ჯამში 120 ქულა ჩააგდო და ისევ MVP-ის ტიტული დაიმსახურა.

მატჩები პარასკევს და კვირას გაიმართა. 3 აგვისტოს მაკფადენის "ჩონქკინგმა" "ბეიჯინს" უმასპინძლა და 149:121 დაამარცხა. ქართული პასპორტის მქონე უკანახაზელმა 14 სამქულიანი ჩააგდო, მთლიანობაში კი 61 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი და 6 ჩაჭრა მიითვალა. მაკფადენმა შეუცვლელად - 48 წუთი ითამაშა და საოცარი შედეგიც დააფიქსირა.

გუშინ კი "ჩონქკინგმა" "ლჰასას"
უმასპინძლა და 133:125 სძლია. ამ მატჩში ტედ მაკფადენმა ასევე შეუცვლელად ითამაშა და 59 ქულა, 11 მოხსნა და 10 პასი მიითვალა. "ჩონქკინგს" 8 მოგების წილ 15 მარცხი აქვს და 15-გუნდიან NBL-ლიგაში მე-12 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს მაკფადენის გუნდი 8 აგვისტოს, შინ "გუიჟუსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჭ ლიგაში ხდება ეგ ყველაფერი ეგეც დაურთეთ
Rumba
07 აგვისტო 2018 11:21
1
საქართველოშიც მაგდენს ჩააგდებს და შეიძლება მეტსაც .ახლა გაიგე რომ ჩვენი ლიგაც ჭ კლასია?
gio
08 აგვისტო 2018 00:46
1
მართალი ხარ, 61 ქულას საქართველოს ჩემპიონატში არ ჩააგდებინებენ მთელ სეზონში მაგ კალათბურთელს.)))
gio
07 აგვისტო 2018 16:47
0
ეს ციფრები, ძალიან არასერიოზულად მეჩვენება.თითქოს საჩვენებელი მატჩების ანგარიშებს ჰგავს
სოსო
07 აგვისტო 2018 11:19
0
ჩინეთში წავიდა? რამდენი გუნდი შეიცვალა ერთ თვეში?
გულშემატკივარი
07 აგვისტო 2018 07:30
0

სიახლეები პოპულარული