ესპანური პრესა: თორნიკე შენგელიას "ბასკონიაში" წლიურ გასამრჯელოდ 1.7 მლნ ევრო დაუნიშნეს

AutoSharing Option
გუშინ "ბასკონია" შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის სამზადისს შეუდგა. მისმა კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ კლუბთან კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა და პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა.

"ჩემი ოჯახი ამ ქალაქში ძალიან ბედნიერია, თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში. გუნდისთვის მუდამ ბოლომდე ვიხარჯები. რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული, ყველაფერს გავაკეთებ.

ცვლილებების დიდი მოყვარული არა ვარ, რამდენიმე წელია თითქმის ერთი შემადგენლობით ვთამაშობთ და გარკვეული მენტალიტეტი და სათამაშო სტილი ჩამოგვიყალიბდა.

ბევრი შრომა გვმართებს, სეზონი კარგად უნდა დავიწყოთ. ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ, "ბასკონიას გულშემატკივრები ამას იმსახურებენ".

"ბასკონია" 21-22 სექტემბერს ესპანეთის სუპერთასზე "რეალთან",
ბარსელონასთან" და "ობრადიოროსთან" ერთად ითამაშებს, ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში 27 სექტემბერს "სარაგოსას" უმასპინძლებს, ხოლო ევროლიგის პირველ მატჩს 12 ოქტომბერს კაუნასში "ჟალგირისთან" ჩაატარებს.

ესპანური პრესის ცნობით, თორნიკეს გასამრჯელო გაუზარდეს, წელიწადში 1.7 მილიონ ევროს აიღებს და ევროლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი კალათბურთელი გახდება.

და კიდევ - "ბასკონიასთან" გაფორმებულ ხელშეკრულებაში შეტანილია პუნქტი, რომლის მიხედვით თუ შენგელიას შეძენას NBA-ს რომელიმე კლუბი მოისურვებს, “ბასკონიას” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების გამართვის და კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება აქვთ.

altთორნიკე შენგელიამ "ბასკონიასთან" კონტრაქტი ოფიციალურად გაახანგრძლივა

altFiba-მ თორნიკე შენგელიას ვიდეო მიუძღვნა [VIDEO]

altშენგელიას კოკოშკოვი "ფინიქს სანში" ეპატიჟება. NBA-ში დასაბრუნებლად მას 275 ათასის გადახდა მოუწევს

მკითხველის კომენტარები / 1 /
ევროპული მასშტაბით არ ვიცი, მარა ნბა-ს საზომებით სასაცილო ხელფასია.
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული