ტედ მაკფადენის დებიუტი "იბეროსტარში", შედეგიანი შეხვედრა და MVP-ს ტიტული

AutoSharing Option
1 სექტემბერს გრან კანარიას დერბი გაიმართა, სადაც ქალაქ კოსტა ადეიეს თასზე "იბეროსტარი" და "გრან კანარია" დაუპირისპირდნენ.

"იბეროსტარმა" მეტოქე არ დაინდო, "გრან კანარია" 79:54 გაანადგურა და თასს დაეუფლა.

შეხვედრაში ტედ მაკფადენის დებიუტი შედგა, რომელიც საუკეთესო იყო და MVP-ს ტიტულს დაეუფლა. მან 15 ქულა ჩააგდო და 3 პასი გააკეთა.

შეხვედრის ასეთი ანგარიშით დაპირისპირებას ესპანური გამოცემა "მარკა" გამოეხმაურა, რომელმაც მაკფადენს "killer"(მკვლელი) უწოდა და აღნიშნა, რომ ის მომავალ სეზონში დიდი ალბათობით ესპანეთში ბევრ სენსაციას შემოგვთავაზებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
კლუბებში მშვენივრად თამაშობენ. აბა ჩვენთან ნაკრებში რა კლავთ მერე
თემო
12:18 03-09-2018
1
ფიგაროსავით ყველგან როგორაა ეგ ვეღარ გავიგე. სეზონში რამდენი გუნდის შეცვლა შეუძლია?
გულშემატკივარი
20:59 02-09-2018
0

სიახლეები პოპულარული