"ფაჩულიამ "გოლდენ სტეიტში" 57 მატჩი დაიწყო სასტარტო ხუთეულში. ეს გუნდი უკანასკნელ 4 სეზონში მესამედ გახდა ჩემპიონი. ზაზა საშუალოდ 14.01 წუთს თამაშობდა, რაც მის 15-წლიან კარიერაში მესამე მაჩვენებელია. ზაზას მთავარი ფუნქცია ბურთის მოხსნა, საშუალო მანძილიდან სროლა და საჯარიმოების ზუსტად შესრულება გახლდათ. ფაჩულიას როლი გუნდში შემცირდა ყველა ვარსკვლავის მატჩის შემდეგ. როგორც ირწმუნებიან, მიზეზი ხელმძღვანელობისთვის სემი გელფანდის მომზადებული ანალიტიკური ანალიზია, რომლის მიხედვით ზაზასთან ერთად გუნდი დაცვაში
კარიერა თვალის გადავლებით
NBA-ში ფაჩულიას 1 030 თამაში აქვს ჩატარებული და ამ მაჩვენებლით მე-16 ადგილზეა. ის ასოციაციაში 19 წლის ასაკში მშობლიური საქართველოდან ჩამოვიდა, აირჩიეს დრაფტის 42-ე ნომრად "ორლანდოში", სადაც სათადარიგო იყო, ხოლო 21 წლის ასაკში "ატლანტაში" ძირითადი ცენტრი გახდა. ის აგრეთვე "მილუოკიში" და "დალასში" ასპარეზობდა.რა როლს ითამაშებს "პისტონსში"?
"პისტონსს" ოდენ ორი გამოკვეთილი ცენტრი ჰყავს, დრამონდი და ფაჩულია, თუმცა შეცვლაზე ამ პოზიციაზე თამაში ჯონ ლუერსს, ჰენრი ელენსონსა და ბლეიკ გრიფინსაც კი შეუძლიათ. ფაჩულია სარეზერვო ცენტრი იქნება. მისი კიდევ ერთი უპირატესობა, რეპუტაციაა - ახალგაზრდა კალათბურთელები მუდამ მოუსმენენ, ხოლო მწვრთნელს არ ექნება პრობლემა თუ ზაზას სტაბილურად არ ათამაშებს, რამეთუ დრამონდის დუბლიორობას არ იუკადრისებს.
კარგი სეზონი ექნება თუ...
თუ ზაზა ისეთივე ფორმაში იქნება, როგორშიც მთელი ამერიკული კარიერის მანძილზეა, ყოველმხრივ სასარგებლო იქნება. ის ხომ შეუპოვარი, ლიდერი და პროფესიონალია და "პისტონსს" პლეი-ოფში გასვლაში და კონფერენციის ლიდერებთან ბრძოლაში დაეხმარება".ზაზა ფაჩულიას სახელით მისმა ბუღალტერმა 800 ათასი მიითვისა
გამარჯვებულის მენტალიტეტი, მაღალი IQ - "დეტროიტის" საიტი ზაზა ფაჩულიას აფასებს და მის როლზე საუბრობს
სიტყვებით ვერ აღვწერ, თუ როგორი მადლობელი ვარ - ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" დაემშვიდობა