სიტყვებით ვერ აღვწერ, თუ როგორი მადლობელი ვარ - ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" დაემშვიდობა

AutoSharing Option
ზაზა ფაჩულია "გოლდენ სტეიტს" დაემშვიდობა. ქართველმა ცენტრმა პოსტი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

"სიტყვებით ვერ აღვწერ, თუ როგორი მადლობელი და მადლიერი ვარ, რომ ბოლო 2 წელი ამ გუნდში თამაშის საშუალება მომეცა.

მე და ჩემს ოჯახს ეს ოქროს მომენტები მთელი ცხოვრების განმავლობაში არ დაგვავიწყდება.

დიდი მადლობა "უორიორსს" ამ სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის.

ძალიან აღელვებული ვარ და მიხარია, რომ "დეტროიტის" მწვრთნელ დუეინ კეისისთან მუშაობის საშუალება მექნება.

მოუთმენლად ველოდები, თუ როდის შევხვდები ჩემს ახალ თანაგუნდელებსა და დაიწყება მომდევნო სეზონი", - აღნიშნა ფაჩულიამ.

altზაზა ფაჩულია "დეტროიტ პისტონში"

გადავიდა

altზაზა ფაჩულიას სპორტის რაინდის წოდება მიენიჭა

alt"კარიერის დასასრულებლად ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად მზად არ ვარ"

მკითხველის კომენტარები / 1 /
კეისიმ, სამუშაოსთან ერთად სახელიც შეიცვალა?
ჰემნი
16:01 12-07-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული