"ბასკონია" - "გიპუსკოა" 85:66: შენგელიამ 13 ქულა ჩააგდო, ჯენინგმა 5, ბურჯანაძემ კი - 4

AutoSharing Option
ლიგა ენდესას მე3 ტურში "ბასკონიამ" საკუთარ მოედანზე ადვილად სძლია "გიპუსკოას" 85:66.

"ბასკონიას" კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ 20:52 წუთში 13 ქულა ჩააგდო (7-დან 4 ორქულიანი, 2-დან 1 სამიანი, 4-დან 2 საჯარიმო), 5-ჯერ მოხსნა ბურთი და 2 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული კალათბურთელის მეტ ჯენინგის ანგარიშზე 21:06 წუთში 5 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასია.

ბექა ბურჯანაძე "გიპუსკოას" 18:17 წუთში თავის გუნდს 4 ქულით შეეწია (4-დან 1 ორქულიანიდან და 4-დან 2 საჯარიმოდან) და 3-ჯერ მოხსნა ბურთი.

"ბასკონია" 2 მოგებით მე-6 ადგილზეა, "გიპუსკოა"
კი 0 მოგებით ბოლოზე.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული