ზაზა ფაჩულიამ 23 წუთი ითამაშა - "დეტროიტმა" "ჩიგაკოსაც" სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
"დეტროიტ პისტონსმა", სადაც ქართველი ზაზა ფაჩულია თამაშობს, სეზონის მეორე შეხვედრაშიც იმარჯვა.

დეტროიტელებმა "ჩიგაკო" ბულსი ანგარიშით 118:116 დაამარცხეს, ზაზა ძირითად ხეთეულში არ იყო, თუმცა მოედანზე 23 წუთი მაინც გაატარა.

ქართველმა 5 ქულა, 8 მოხსნა, 2 ჩაჭრა და ერთი პასი მოაგროვა.

"დეტროიტში" გამორჩეული ბლეიკ გრიფინი იყო, რომელმაც 34 წუთში 33 ქულას მოუყარა თავი.

ზაზა ფაჩულიას გუნდი შემდეგ შეხვედრას 24 ოქტომბერს "ფილადელფიასთან" გამართავს.

altDetroit Free Press: ზაზა ფაჩულია ის მოთამაშეა, რომელიც პლეი-ოფში მონაწილე გუნდს სჭირდება

altზაზა ფაჩულიამ ოფიციალური დებიუტი 6 ქულით აღნიშნა, "დეტროიტმა"

კი მოიგო! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული