ბლეიკ გრიფინის ბენეფისი! - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ფილადელფიას" მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
24 ოქტომბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ფილადელფიას" უმასპინძლა და ოვერტაიმში ანგარიშით 133:132 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი თამაშში სათადარიგო სკამიდან ჩაერთო და მოედანზე საბოლოო ჯამში 17:16 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზამ 2 ქულა, 6 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაგროვა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

ზაზა ფაჩულიას 2 ქულა და მომენტები ფილადელფიასთან

ეს მატჩი "დეტროიტის" ახალი ლიდერის, ბლეიკ გრიფინის ბენეფისად იქცა, რომელმაც "ფილადელფიას" 50 ქულა ჩაუგდო და ამას 14 მოხსნა და 6 პასი მიუმატა. გრიფინმა
ოვერტაიმის ბოლო წამებზე ჯერ ანგარიში გაათანაბრა და შემდეგ საჯარიმო ზუსტად ისროლა და "დეტროიტს" გამარჯვება მოუტანა. გრიფინს კარიერაში 50 ქულა აქამდე არასდროს ჩაუგდია.

ემბიდმა (33) და რედიკმა (30) "ფილადელფიას" 63 ქულა შესძინეს, თუმცა მოსაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

"დეტროიტის" ცენტრი ანდრე დრამონდი, როგორც ყოველთვის, ფარზე დომინირებდა და 14 ქულას 16 მოხსნა მიუმატა, რაც მოხსნებში მატჩში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დეტროიტი - ფილადელფია 133:132

აღსანიშნავია, რომ "დეტროიტს" 3-დან სამი გამარჯვება აქვს და ამ მაჩვენებლით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 26 ოქტომბერს შინ "კლივლენდთან", ჩვენი დროით 03:00 საათზე გამართავს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

ნიუ ორლეანი-კლიპერსი 116:109
დენვერი-საკრამენტო 126:112
მკითხველის კომენტარები / 1 /
ზაზა კარგი მოთამაშეა და კარგი ფეხიც აქვს,დარწმუნებული ვარ დეტროიტისთვის ეს წელი წარმატებული იქნება.
Levani
12:06 24-10-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული